სირიის დე ფაქტო მმართველის განცხადებით, სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა ოთხ წელში ჩატარდეს

სირიის დე ფაქტო მმართველის განცხადებით, სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა ოთხ წელში ჩატარდეს

სირიაში ახალი არჩევნები შესაძლოა, ოთხ წელში ჩატარდეს, - განაცხადა სირიის დე ფაქტო მმართველმა, აჰმედ ალ შარამ. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის შემუშავებას შეიძლება სამი წელი დასჭირდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიელებმა შეიძლება ერთი წლის შემდეგ დაიწყონ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების დანახვა.

ალ შარას განცხადებით, სირიას სამართლებრივი სისტემის აღდგენა და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად მოსახლეობის საყოველთაო აღწერა სჭირდება. რაც შეეხება დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და გაეროსა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, დე ფაქტო ლიდერის თქმით, ის დაიშლება ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.