ზაზა შათირიშვილი: პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოდის ეს ქვეყანა, რომ მართლაც არის გზაგასაყარი ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

ზაზა შათირიშვილი: პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოდის ეს ქვეყანა, რომ მართლაც არის გზაგასაყარი ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოდის ეს ქვეყანა, რომ მართლაც არის გზაგასაყარი ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„სუვერენიტეტი უნდა დაეფუძნოს შინაგან ძალას. სად არის ეს შინაგანი ძალა? ეს არის კულტურის საწყისი. ეს არის, საიდანაც იწყება ჩვენი კულტურა.

რაც არ უნდა, წინ წავიდეთ და პროგრესის გზას დავადგეთ, ეკონომიკური წინსვლის თუ ურთიერთობების, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გზაჯვარედინი ყოველთვის გულისხმობს იმ სიტყვას, რაც არის „ჯვარი“. პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოდის ეს ქვეყანა, რომ მართლაც არის გზაგასაყარი ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გეოპოლიტიკური ჯვრის ქვეშ დევს მართლაც ეს მეტაფიზიკური ჯვარი, და თუ ეს გვემახსოვრება, იდენტობასაც შევინარჩუნებთ და ეკონომიკურადაც განვვითარდებით“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.