გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რაც სასაცილოა. ამავე დროს სამარცხვინოცაა, ვინაიდან იგი არის ექსპრეზიდენტი

გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რაც სასაცილოა. ამავე დროს სამარცხვინოცაა, ვინაიდან იგი არის ექსპრეზიდენტი

იგი აცხადებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რაც სასაცილოა. ამავე დროს სამარცხვინოცაა, ვინაიდან პოლიტიკურ ველზე რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როგორ ვითარებაშიც არ უნდა განიხილო სალომე ზურაბიშვილის ფიგურა, იგი არის ექსპრეზიდენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მან კომენტარი ექსპრეზიდენტის განცხადებაზე გააკეთა, რომელიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს ეხებოდა. ვოლსკის თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა რეალობაში არ არსებობს.

„ყველანაირ გარემოებაში არსებობს ერთი მთავარი მოცემულობა, ეს არის კალენდარი, როდესაც იყო არჩეული და როდესაც მისი ვადა დასრულდა. მისი ქარაფშუტული გამოთქმებიც რომ დავივიწყოთ, როგორიც არის, საქართველო თურმე, რუსული საგარეო პოლიტიკის ორბიტაზე გავიდა, ან ის სისულელე, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება შესაძლებელია, თუკი რუსული რესურსი შემოიჭრა, აი, ამ ამერიკულ ელექტრონულ სისტემაში - რეალობიდან შორს არის კი არა, ასეთი რეალობა არ არსებობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მარბიელი ხომ კარგად გვახსოვს, 2018 წელს რა ამბავში იყვნენ მეცოცხეები - არჩევნები გაყალბდა, სალომე არალეგიტიმურიაო...ახლა მარგგველაშვილმა რომ წამოყოს თავის ქალა და თქვას, სალომეც არალეგიტიმურია და ყაველაშვილიც, მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტიო, როგორ იქნება საქმე? სად დაჯდება სალომე და სად მარგო?
2 დღის უკან