ამ პროცესის უკან უპირატესად დგანან, როგორც სააკაშვილის პერიოდის, ისე შევარდნაძის ხელისუფლების სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში გამოირჩეოდნენ ფართო კორუფციული გარიგებებით

ამ პროცესის უკან უპირატესად დგანან, როგორც სააკაშვილის პერიოდის, ისე შევარდნაძის ხელისუფლების სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში გამოირჩეოდნენ ფართო კორუფციული გარიგებებით

ამ პროცესის უკან უპირატესად დგანან, როგორც წინა ხელისუფლების სააკაშვილის პერიოდის, ისე შევარდნაძის ხელისუფლების სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სიტუაციის მიხედვით გამოირჩეოდნენ ფართო კორუფციული გარიგებებით, ან გარიგებებთან ასოცირებულ პირებად მიიჩნეოდნენ , - განაცხადა Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ბანკი „ქართუს“ გაკოტრებაზე საუბრისას გადაცემა „იმედის კვირაში“.

„მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი, ნათელი მაგალითი იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების პროცესი. სამწუხაროდ, ვხედავთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ და შეეძლოთ ხელი მოეწერათ ქვეყანაში ბიზნესის აორთქლებაზე, ამაზე ხელმომწერი ადამიანები, დღეს საუბრობენ რაღაცა პეტიციაზე, ვითომ ბიზნესის თავისუფლებაზე, სხვებს სთხოვენ ხელის მოწერას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის კონკრეტული სქემა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ისაკაძე ბიზნესის რეკეტს სააკაშვილთან, ადეიშვილთან და გილაურთან თანამშრომლობით ახდენდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ისაკაძე „ქართუს“ გაკოტრების საქმეშიც მონაწილეობდა.