ჯო უილსონი 2018 წელს ერთ-ერთ სატირულ გადაცემაში სამი წლის ბავშვების მიერ იარაღით თავდაცვას მხარს უჭერდა

ჯო უილსონი 2018 წელს ერთ-ერთ სატირულ გადაცემაში სამი წლის ბავშვების მიერ იარაღით თავდაცვას მხარს უჭერდა

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ბოლო პერიოდში ქართული ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა, 2018 წელს ცნობილი მსახიობის, საშა ბარონ კოენის სატირული გადაცემის ერთ-ერთ სერიაში მოხვდა, სადაც ბაღის აღსაზრდელების შეიარაღების აუცილებლობას ეთანხმება.

საშა ბარონ კოენი კონგრესმენებთან მივიდა „ბაღის აღსაზრდელი მცველების“ შექმნის იდეით, რაც აშშ-ში სკოლებსა და უნივერსიტეტებში გახშირებულ სროლებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზად მიიჩნია და დაინტერესდა, რამდენად ემხრობოდნენ კონგრესის წარმომადგენლები მის ამ წინადადებას. როგორც აღმოჩნდა, ჯო უილსონმა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ეს იდეა სერიოზულად მიიღო და აღნიშნა, რომ სამი წლის ბავშვი თავს ვერ დაიცავს თავდამსხმელისთვის ფანქრების ყუთის სროლით, ამიტომ დასაშვებად მიიჩნია მცირეწლოვანების შეიარაღება.

„სამი წლის ბავშვი ვერ დაიცავს თავს ცეცხლსასროლი იარაღისგან „Hello Kitty“ - ის ფანქრის ჩასადები ყუთის სროლით. ჩვენს დამფუძნებელ მამებს არ დაუწესებიათ ასაკობრივი შეზღუდვა კონსტიტუციის მეორე შესწორებაში“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

Aburjga Tasmanieli გაიგეთ ხალხო, ეს ჰელსინკის კომისია არის შექმნილი ცოდვის და სიცრუის საქადაგებლად! გაეცანით მისი შექმნის ისტორიას, მისი წევრების ბიოგრაფიებს, თითქმის ყვ ელა მათგანი არამც თუ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს საკუთარ ქვეყნების გაშავებაზე და სახელის გატეხაზე მუშაობდნენ. ნაძირალების საკრებულო იყო და არის!
2 დღის უკან
ლაზი აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, ელისაშვილის :მოქალაქეებივით" ათკაციანი კი არ არის, იმდენ წევრებში ზოგი უოლსონინაირი საბავშვო მილიტარისტიც გამოერევა. ეტყობა ამ კაცს სერიოზულ საქმეებს არ ანდობენ და თავს იმით ირთობს, ვის რა ავნოს. შიგადაშიგ ვადაგასულ ნაპრეზიდენტალებსაც იწვევს ინაგურაციებზე. ეტყობა ისიც ამის მიწვეული იყო, ღობის გადმოღმიდან რომ იჭვრიტებოდა წინა ინაგურაციაზე.
2 დღის უკან