საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ "X"-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.
"ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.