ზურაბიშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადა ისე დაასრულა, რომ წინამორბედი პრეზიდენტი არ შეიწყალა. არ გამოიჩინა ჰუმანურობა, იგნორი მოახდინა ევროპარლამენტის რეზოლუციების,- წერს სოციალურ ქსელში „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გაყალბებული არჩევნების პროდუქტია და ის მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ატარებდა.
„ ზურაბიშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადა ისე დაასრულა, რომ წინამორბედი პრეზიდენტი არ შეიწყალა.
არ გამოიჩინა ჰუმანურობა, იგნორი მოახდინა ევროპარლამენტის რეზოლუციების.
ზურაბიშვილი გაყალბებული არჩევნების პროდუქტია.
ის მუდმივად ივანიშვილის ინტერესებს ატარებდა,“- წერს ზვიად კუპრავა.