შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს სალომე ზურაბიშვილი, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ - ეს მათ ორგულიანობას აჩვენებს

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს სალომე ზურაბიშვილი, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ - ეს მათ ორგულიანობას აჩვენებს

ოპოზიციის მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, მათი პრობლემაა, ღმერთმა შეარგოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხას, რომ პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება.

„ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, რომ მათაც 2 პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.