ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ბულინგი, ფაშისტური მიდგომები არის მათი ორგანული, სულიერი მდგომარეობა და ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მობრუნება. ხალხს, რომელიც 7 ნოემბერს უსურვებს, მაგალითად „იმედის“ ტელევიზიას

ბულინგი, ფაშისტური მიდგომები არის მათი ორგანული მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობაა მათი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალების მიერ მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ბულინგის ენა იმ გაიდლაინებშიც და პუნქტებშიც არის, რაც აქ არის ჩამოსული რადიკალებისთვის.

„იმ სცენარებშიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და კომპონენტია ბულინგის ენა. ყველამ კარგად ვნახეთ ეს ბულინგის ენა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მობრუნება. ხალხს, რომელიც 7 ნოემბერს უსურვებს, მაგალითად „იმედის“ ტელევიზიას. აი, ეს არის მათი სახე და იმავეს ავრცელებენ აბსოლუტურად ყველა სფეროში, ბიზნესის სფეროში, სახელოვნებო სფეროში და ა.შ. და ა.შ. ეს არის და აი ამ სახეს გასცა საზოგადოებამ 26-ში პასუხი და აი ეს სახე დამთავრდა 26-ში და მივიყვანთ ამას ბოლომდე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.