ლევან მაჭავარიანი: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში

ლევან მაჭავარიანი: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბიზნესის იმ ნაწილის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე საუბრობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და თავად რუსულ ბაზარზე ოპერირებს.

„გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ან რატომ მაკრიტიკებ, თუ ამაზე მაკრიტიკებ, რა მორალური უფლება გაგაჩნია, რომ რუსეთთან ასე მსხვილად ივაჭრო? ეს ხომ პირდაპირ შენს პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს. „კოკა-კოლადან“ დაწყებული „პეესპეთი“ დამთავრებული - მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი. მათივე თანამშრომლებსაც გაუჩნდებათ პროტესტი თავიანთი ხელმძღვანელების მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.