გიორგი გამსახურდია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს პატრიოტიზმისათვის გასცეს ეს პასუხი.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია იმიტომ, რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია, ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა და იმიტომ რომ ყველა ევროპული სიკეთე, დღეს რაც საქართველოს აბადია, მისი მენეჯმენტის პირობებში, პრაგმატულად და მშვიდობიანად მივიღეთ.
"დასანქცირებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია. ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა და მიყიდა, იმიტომ რომ ყველა ევროპული სიკეთე, დღეს რაც გვაბადია, მისი მენეჯმენტის პირობებში, პრაგმატულად და მშვიდობიანად მივიღეთ. მოკლედ, პატრიოტიზმისათვის გასცეს ეს პასუხი. წავა ჯო პენსიაზე და სამართლიანი კაცი, 20 იანვრიდან აღადგენს სამართლიანობას", - წერს გიორგი გამსახურდია.
https://www.facebook.com/share/p/19rUW5DwT7/?mibextid=wwXIfr