ელჩების კონფერენციაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე და იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რაც არის ევროპულ ოჯახში გაწევრიანება

ელჩების კონფერენციაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის საქართველოს როლი მსოფლიოში, როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და როლი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ დაცული იყოს მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ეროვნული ინტერესები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე ევროატლანტიკურ სივრცეში და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთობლივად, როგორც პარლამენტმა ისე მთავრობამ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რაც არის ევროპულ ო9ჯახში სრულფასოვანი გაწევრიანება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა.