ირაკლი ზარქუა: ჩვენს დიასპორას უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ თავიანთ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი

ირაკლი ზარქუა: ჩვენს დიასპორას უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ თავიანთ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი

ჩვენ, მთელი დიპლომატიური კორპუსიც, მთავრობაც, პარლამენტიც აქცენტირებულები ვართ, რომ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა ვთქვათ და დავიცვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაში.

„ჩვენ, მთელი დიპლომატიური კორპუსიც, მთავრობაც, პარლამენტიც აქცენტირებულები ვართ, რომ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა ვთქვათ და დავიცვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამავდროულად, ყველა ის მიმართულება, რაც დიასპორას ეხება, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო, მათი პრობლემების გადაჭრა და მნიშვნელოვანია, რომ ამ და შემდეგ წლებშიც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ღირსებით მოიპოვოს ევროინტეგრაცია, საბოლოო გამარჯვება, ხოლო ჩვენს დიასპორას კიდევ ჰქონდეს მეტი შესაძლებლობები, რომ თავიანთ ქვეყანაში იყვნენ მაქსიმალურად წარმოდგენილნი“, - განაცხადა ზარქუამ.

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა.