ვლადიმერ ბოჟაძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს

ვლადიმერ ბოჟაძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს

ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ფაქტია, რომ მანამდე არსებობდა ფაქტობრივი სანქციები. ახლა უკვე სამართლებრივად გაფორმდა ეს ყველაფერი. დადასტურდა თუ რისთვის ისჯებოდა ან ისჯება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება. თან იცით თქვენ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რომ მოესწროთ ეს 29 დეკემბრისთვის, რომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონოდა სალაპარაკო, ან სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა ეს საკითხი მისი ვადის გასვლის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების განვითარებისთვის. ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვისჯებით ამის გამო, მაგრამ ალბათ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია“, - განაცხადა ბოჟაძემ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.