დავით ქართველიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ "კლავენ" თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით - დავიჯერო ვერ ხვდებიან?

პარტიახალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე მისვლით ჟვანიას ოჯახის წევრები მას კიდევ ერთხელ კლავენ. 

ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი - ისე მინდა ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი "წუთისოფელი", თავისი გარდაუვალი "დაცემებით" და "ფეხზე წამოდგომებით", თავისი ცოდვებით და მათი ჩადენის მიმართ გულწრფელი სინანულით, რომ ზეციურ საქართველოში ბაჩოს სულიერ მზერას ჩემი სულიერი მზერა გავუსწორო.

ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ "კლავენ" თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით - დავიჯერო ვერ ხვდებიან? ესეც ხომ ლატენტურ სატანიზმთან გაიგივებული გამომწვევად ტოტალური ურწმუნოების განსახიერებაა? ამ საქციელთან შედარებით, რამდენად ზნეობრივად გეჩვენება ზეცაში ძმებს შორის ის იმპროვიზებული დიალოგი:

კაენი: - მაპატიე, ძმაო აბელ? ხომ მაპატიე?

აბელი: - პატიებით დიდი ხანია გაპატიე, ძმაო კაენ. აი დავიწყებით - ვერანაირად ვერ ვივიწყებ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

კარლო ჟვანიას არანაკლები როლი მიუძღვის იმ საშინელების შექმნაში, რისი მსხვერპლიც საბოლოოდ თვითონაც გახდა
13 საათის უკან