კახა კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ისტორიისთვის სჯობს ქვეყნის სიყვარულისა და გადარჩენის გამო დაგასანქცირონ, ვიდრე ქვეყნის გაყიდვისა და გაუბედურებისთვის ზელენსკივით გაქონ

კახა კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ისტორიისთვის სჯობს ქვეყნის სიყვარულისა და გადარჩენის გამო დაგასანქცირონ, ვიდრე ქვეყნის გაყიდვისა და გაუბედურებისთვის ზელენსკივით გაქონ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახა კახიშვილი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას სოცილურ ქსელში ეხმიანება.

„ისტორიისთვის სჯობს ქვეყნის სიყვარულისა და გადარჩენის გამო დაგასანქცირონ, ვიდრე ქვეყნის გაყიდვისა და გაუბედურებისთვის ზელენსკივით გაქონ“, - წერს კახა კახიშვილი.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.