ირაკლი კობახიძე: ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები

ირაკლი კობახიძე: ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები

ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, 2025 წელი საქართველოსთვის იქნება ძალიან წარმატებული.

„ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები. ნუ ოცნებობთ უარესზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც, ზუსტად ისევე მკაცრად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით ამას ბოლო სამი წლის განმავლობაში და მანამდეც", - განაცხადა პრემიერმა.