ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილზე: იმედს ვიტოვებთ, რომ მას ტვინს ვერ აურევენ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს - იგი თავისი ფეხით გამობრძანდება იმ შენობიდან, რომელიც მას არ ეკუთვნის

ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილზე: იმედს ვიტოვებთ, რომ მას ტვინს ვერ აურევენ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს - იგი თავისი ფეხით გამობრძანდება იმ შენობიდან, რომელიც მას არ ეკუთვნის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან თავისი ფეხით გამოვა.

„სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მძიმე ემოციური ფონი. რადიკალური ოპოზიციიდან და საზღვარგარეთიდანაც მასზე მიდის სერიოზული ზეწოლა. ჩვენ მაინც გვჯერა და იმედს ვიტოვებთ, რომ მას ტვინს ვერ აურევენ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ იგი თავისი ფეხით გამობრძანდება იმ შენობიდან, რომელიც მას არ ეკუთვნის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.