სალომე ზურაბიშვილის პირადი დაცვის უფროსობა ანა დოლიძემ იკისრა. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა აღქმების მინისტრად ნიკა გვარამია დანიშნოს, ხოლო უპრინციპოების გაერთიანების უფროსად – ნიკა მელია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„შეიძლება, ოთახი უკვე მოწყობილიც აქვს, სადაც გაკრული აქვს აბრა წარწერით - საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის პირადი დაცვის უფროსობა ანა დოლიძემ იკისრა. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა აღქმების მინისტრად ნიკა გვარამია დანიშნოს, ხოლო უპრინციპოების გაერთიანების უფროსად - ნიკა მელია. დაწესებულებები არსებობს, სადაც პალატებში ადამიანები არიან, რომელთაგან ზოგს თავი პრეზიდენტი ჰგონია, ზოგს ნაპოლეონი. ალბათ, სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ასე გააგრძელებს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.