არც ჯო უილსონმა და არც ნებისმიერმა სხვამ არ იცის დამოკიდებულება, რომელიც კონკრეტული რეგიონების მიმართ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რა საკვირველია, ნორმალურია ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მსოფლიო კი არ გადაიჩეხება, როგორც ეს ზოგიერთ ოპონენტს სურს, არამედ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომსა და იმ უბედურებას გადაურჩება.
„იმედს ის ფაქტი გვაძლევს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს – ეს არის შავი ფული, პროგრამები, რომელიც ამერიკელი ხალხის სახელით კეთდება და აშშ-ს იმიჯს აზარალებს, ეს არის ომისა და მშვიდობის თემა და საკითხები, რაც კონსერვატიულ ხედვებს შეესაბამება. რა საკვირველია, ნორმალურია ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მსოფლიო კი არ გადაიჩეხება, როგორც ეს ზოგიერთ ოპონენტს სურს, არამედ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომსა და იმ უბედურებას გადაურჩება, რაც ომის არეალის გაფართოებას შეიძლება, მოჰყვეს. ამ შემთხვევაში, ამ პოზიციაზე დგას უილსონი და არა მხოლოდ ის და სხვა პოზიცია აქვთ ადამიანებს, ვინც აშშ-ს ადმინისტრაციაში არიან როგორც გარკვეული აზრის შემქმნელები, სანამ საქმის კეთებას ოფიციალურად შეუდგებიან. ვფიქრობ, რომ მომავალი პოზიტიურია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. კაცობრიობის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხს ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.