ირაკლი კირცხალია ბიზნესმენთა ნაწილის ორმაგ სტანდარტზე: უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს

ირაკლი კირცხალია ბიზნესმენთა ნაწილის ორმაგ სტანდარტზე: უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ბიზნესმენთა ერთი ნაწილის ორმაგ სტანდარტებს და მათ პოლიტიკას ეხმიანება, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ირგვლივ ტრიალებს და აღნიშნავს, რომ უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბიზნესს.

„მათ ამოძრავებდათ და ამოძრავებთ რეალურად ვიწრო პარტიული ინტერესები, მეტი აბსოლუტურად არაფერი. აი, ეს გამოჩნდა ამ ყველაფრისგან. ამაზე დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობდით და უბრალოდ ისინი არიან იმ ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც არიან უკმაყოფილო არჩევნების შედეგებით. ბიზნესის უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ ბიზნესებს, რომლებიც რეალურად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები“, - განაცხადა კირცხალიამ.