შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
ბილდტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს.
„მასობრივი საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შედეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - დაწერა ბილდტმა.