ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარია და „კანვასის“ ტრენინგი არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ დიდი სცენარის, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს. მიზნებიც ზუსტად ვიცით რა იყო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„ეს არის ჩამოყალიბებული, სტრატეგიული გეგმა. სახელმძღვანელოებშია აღწერილი, როგორ უნდა დაუპირისპირდე პოლიციას, გამოიყვანო ის წყობილებიდან, საზოგადოების რომელი ფენები უნდა ჩაერთოს ამ საპროტესტო აქციებზე, რა ხასიათი უნდა ჰქონდეს და რა ტექსტები გამოიყენებოდეს. ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარია და „კანვასის“ ტრენინგი არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ დიდი სცენარის, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს. მიზნებიც ზუსტად ვიცით რა იყო - საქართველო უნდა ჩაერთოს იმ სამხედრო, თუ ეკონომიკური დაპირისპირების პროცესში, რომელიც შეასუსტებს რუსეთს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„კანვასის ჯაჭვი“ - თეორიული კურსებიდან პრაქტიკულ განხორციელებამდე. „კანვასის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე რევოლუციის მოწყობის სწავლებისას, ცოცხალი ჯაჭვის ტაქტიკის კურსს გადიოდნენ.