ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ არის ჩაწერილი 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში.

„ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მე ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია“, - დაწერა ცაჰკნამ.

მარბიელი რეკომენდაციებბი შესრულდება; შესრულდება ის, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასთან წინააღმდეგობაში არაა (მაგ. ცესკოს ოპოზიციური მოადგილე) ... და ეს არაა ვიღაც ესტონელის საქმე
მაინტერესებს, მეცოცხეთა დედაპარტიამ (კეზერა, ხაბე) დაწერა, თუ არა განცხადებები მანდატების უარყოფაზე
გაზაფხულის პირველსავე სესიაზე პარლამენტმა უნდა დაიწყოს განცხადებების განხილვა ...ჯერ ყველა პარტიის სათავეები გაუშვას პარლამენტიდან, სხვებს უნდა მისცენ 10-დღიანი ვადა და თუ არ შევლენ პარლამენტში, ყველა უნდა გაუშვან - იწილო-ბიწილოს დრო არაა!
6 თვის უკან
მარბიელი ესეც პუტინის მონა ყოფილა მეცოცხეებო - ახალ არჩევნებს კი არა, "ხელისუფლების მიერ ოდირის რეკომენდაციების შესრულებას" ითხოვს!
6 თვის უკან