საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, როგორც წესი საპროტესტო აქციების უკან ყოველთვის არასამთავრობო სექტორი დგას.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესში და მათი როლი და ქმედებები განსაკუთრებით აგრესიული გახდა 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იმ პერიოდიდან მოყოლებული მათი მცდელობები მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, როგორც მოვისმინეთ და გავიმეორეთ არაერთხელ, არ შეეშინდება, ბომბები ეცემოდეს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჯგუფი, გაერთიანება, არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული, რომელიც არა თუ წინ არის პოლიტიკურ ველზე წამოწეული, არამედ ზოგადად, განაპირობებს პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ საპროტესტო აქციები სოროსის ფონდის ოფისიდან იმართება. გადაღებულია ის ნივთები, რომელთაც შემდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ. ამ ფაქტში პრობლემას ვერ ხედავს არასამთავრობო სექტორი. ოპოზიციაში კი აცხადებენ რომ აქციების ორგანიზატორია ყველა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია.