მექანიზმი არ არსებობს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც არჩევნების შედეგებს უპირისპირდება, ელექტრონული არჩევნები ვერ და არ ყალბდება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ის, რომ ვიღაც არჩევნებით შედეგებით უკმაყოფილოა, ეს ნიშნავს პოლიტიკურ სპეკულაციას.
„არ შეიძლება ქვეყნის ტურბულენტობაში შეყვანა იმის გამო, რომ გარკვეულ ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს. გარკვეული ნაწილი კი კონკრეტული სცენარით მოქმედებს, რაც საბოლოო შედეგამდე ისეთი ხელისუფლების მოყვანით უნდა მივიდეს, რომელიც გარკვეულ დავალებებს შეასრულებს და საქართველოს ნგრევის წინაპირობას შექმნის. ამ რეალობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელმაც პოზიცია არ უნდა დათმოს, მით უმეტეს, თუ მის უკან მილიონ 120 ათასი ამომრჩეველია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.