მინდია საბანაძე: ის, რომ ევროინტეგრაციას, ევროპისკენ მიმართულებას არ აქვს უკუსვლა და ეს შეუქცევადი პროცესია, კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერმა

მინდია საბანაძე: ის, რომ ევროინტეგრაციას, ევროპისკენ მიმართულებას არ აქვს უკუსვლა და ეს შეუქცევადი პროცესია, კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერმა

ის, რომ ევროინტეგრაციას, ევროპისკენ მიმართულებას არ აქვს არანაირი უკუსვლა და ეს შეუქცევადი პროცესია, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერმა, - განაცხადა „აი-ჯი დეველოპმენტის დამფუძნებელმა, მინდია საბანაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„შეხვედრა ძალიან სწორი ფორმატით ჩატარდა, პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა. დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.