ლაშა პაპაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან

ლაშა პაპაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან

ალბათ, ყველას გაინტერესებთ, ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რა ითქვა, ამას ვერ დამაცდენინებთ, - განაცხადა ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

პაპაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს შენარჩუნებული.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი, არის ვარდნა. უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რა ითქვა, ამას ვერ დამაცდენინებთ. ჩვენი უწმინდესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს, მე ვამბობ ასევე“, - აღნიშნა პაპაშვილმა.