მთავარი არის, რომ ღირებულებითად ერთ-ერთ მთავარ და წამყვან ქვეყანაში მოვიდა ძალა, რომლის ფასეულობები და პოლიტიკური ხედვაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი გუნდის ხედვასთან, ფასეულობებთან და სტრატეგიასთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„რა თქმა უნდა გამოწვევები ექნება, როდესაც თვითონვე საუბრობენ „დიფ სტეიტზე“ და მის გავლენებზე არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არა მგონია რომ მარტივი ამოცანა იყოს ამის აღსრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე საუბრის დასაწყისს მოჰყვება კონკრეტული ქმედებები“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.