არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად იჯერებენ ამ ყველაფერს. რთულია ამ ფსიქოლოგიური წნეხის გაძლება და შეიძლება არაერთი გულწრფელი ადამიანი იდგეს აქციაზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი გვყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული არ ჯდება, პატარა ორგანიზება ამ პერფორმანსებს არ სჭირდება.
არა არსებობს პოსტი დავწერო და ამაზე დიდი შეტევა არ მოაწყონ. მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი არის დრონი.განსაკუთრებით ემტერებიან „იმედის დრონს“, რატომღაც მთელი ცოდვები მათზე გადააქვთ, რომელსაც თავად უწოდებენ ცოდვებს. მაგრამ რაც არ უნდა გაბეროს ფოტოგრაფმა ეზგაბერმა, ვერ გაიბერება. ცოტა ადეკვატურობა ხომ უნდა შევინარჩუნოთ.
ადრე იყო კიდევ 7 000 კვადრატულ მეტრში 100 000 ადამიანი რომ „დაატიეს“. რაც არ უნდა ვითვალოთ და რაც არ უნდა ბუღალტერია ავკიდოთ ვინმეს და ვიკიდოთ ჩვენ თვითონ, თვითონ რომ არ წამოეგონ ხოლმე ჩვენს ხუმრობასა თუ ირონიაზე შეიძლება საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ რაოდენობაზე, მაგრამ გავაგრძელებ მანამ სანამ თვითო ამაზე რეაქცია ექნებათ.
მართლა არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი დგას 3 000 თუ 7 000, რეალობა ის არის რომ ამას სჭირდება დიდი ორგანიზება, დიდი ფული, და ამიტომ ებრძოდნენ გამჭვირვალობის კანონს. რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის მათ სჭირდებათ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ინსტრუმენტად, სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის დაუმორჩილებლობის მოწოდება, მაგრამ არ გამოუვათ ეს ამბავი, რადგან სახელმწიფო დგას ფეხზე და თუ ყველაფერი კარგად წავიდა 20 იანვრის შემდეგ ტრამპმა მოახერხა დამარცხება იმ არაფორმალური გავლენების, რაც აშშ-ს ბიუროკრატიაზე მათივე თქმით იყო და არის ჩაბუდებული, მაშინ ჩვენც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.