სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად იჯერებენ იმათ რუსობას, ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა და იმათ პროევროპულობას და პატრიოტობას იჯერებენ, ვინც ამ ხალხს ომის დანაშაულს აბრალებდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არსებობენ. ფსიქოლოგიურ ტერორი ამას გარკვეულწილად უზრუნველყოფს ხოლმე. ვინც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, მის რუსობას იჯერებენ, არიან ასეთი ადამიანებიც და ვინც ყველაფერი გააკეთა ევროპისა და ევროპულობის საწინააღმდეგოდ, მათთან ერთად დგანან აქციაზე. ეს სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.