მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს, იქნება არალეგიტიმური, არასამართლიანი - ასე მიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეიარაღებულ ძალებს.

„ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არასამართლებრივი. ახალ ე.წ. პრეზიდენტს ვერანაირად უნდა დაემორჩილოს ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უარი უნდა განაცხადოს ამ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. იქ ღირსეული ხალხია, აღჭურვილი არიან ჩვენი დასავლური ქვეყნების მიერ. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს არალეგიტიმურ პროცეს. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი და იმ ადამიანების ღალატი ვინც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს. აქ არც აჯანყებისკენ მოწოდებაა არც რევოლუციისკენ ეს არის მუნდირის ღირსების ამბავი. ეს შეძახილი, რომ „ვემსახურებით საქართველოს“ არ უნდა გაუკეთონ იმ არალეგიტიმურ პროცესს, რომელმაც შეიძლება უფსკრულში გადაიყოლოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჯარზე ბევრია დამოკიდებული“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

კანუდოსელი ხაზარაძის წინაარმდეგ აღიძრას საქმე აჯანყებისადმი მოწოდებისთვის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ქუჩაში გამვლელმა რომ ეს თქვას, უმალ გასკვანჩავენ. ამ გრძელცხვირა თაღლითს კი ელოლიავებიან. როგორ უნდა შერჩეს ამ გაფუჭებულ კაცს ყველა დანაშაული ნაცრეჟიმიდან მოყოლებული, როგორ შეიხვილიფა "კონსტანტა", "სენტა", "ელიტელექტრონიქსი" და კიდევ უამრავი რამ. გამოფხიზლდი "ოცნება", თორემ ცუდად დაამთავრებ!
3 საათის უკან