პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით ევროპაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქართული ოპოზიცია „გედის სიმღერას“ მღერის.
თამარ ჩიბურდანიძე აქციაზე „ხორუმის“ ცეკვას აფასებს და აღნიშნავს, რომ ქალების მიერ ტრადიციული „ხორუმის“ შესრულება ქართული კულტურის განადგურების მცდელობაა.
„რაც არ უნდა გაადიდგულონ ევროპის ურეიტინგო ლიდერებმა საკუთარი პოლიტიკის შემსრულებლები საქართველოში, ბოლო მაინც ერთი აქვთ - Defeat!“- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ შოლცისა და მაკრონის მიერ საქართველოში პროცესების მართვა სირცხვილია, რადგან მათივე ქვეყნებში მოსახლეობა მათ შეცვლას ითხოვს.
“იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც ევროპაში ხდება, საქართველოშიც ოპოზიცია “გედის სიმღერას” მღერის. წარმოიდგინეთ, რა დონეზე ანადგურებენ ქართულ კულტურას, რომ “ხორუმიც” კი ქალებს აცეკვეს. ეს იმიტომ კი არ გაუკეთებიათ რომ კაცები არ ჰყავდათ, აქ ღიად გვანახეს საკუთარი პოლიტიკა - ქალთა უფლებების აღიარება და მამაკაცებთან გათანაბრება. მთლად ვერ გაბედეს ლგბტ დროშის აფრიალება ამ ცეკვის დროს, თუმცა, ესეც მოსალოდნელია.
ევროპის დღევანდელ ლიბერალ ლიდერებს საკუთარი ხალხი განუდგა, ჩვენი ოპოზიცია კი მათთვის “ხორუმს” ცეკვავს. მონა რომ ხარ, ბატონი მაინც უნდა შეარჩიო სწორად. მაგრამ რა ქნან? სწორედ იმ ბატონებმა მისცეს ამხელა ფინანსები და უფლება არა აქვთ სხვაგვარად მოიქცნენ.
ევროპას დღეს ორი ლიდერი მართავს - მაკრონი და შოლცი. ორივეს ქვეყანაში ხალხი მათ ცვლილებას ითხოვს და ეს პოლიტიკოსები წყვეტენ დღეს საქართველოში, რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს? ეს, სულ მცირე, სირცხვილია იმ ხალხისთვის, ვინც ამ აქციებში მონაწილეობს, მაგრამ ესმით კი ამდენი?
რაც შეეხება აქციებზე მისული ხალხის თვლას და ციფრებით მანიპულირებას, სულ რომ 756 000 კაცი მიიყვანონ, მაინც უმცირესობაში არიან. აუხსნას ეს ვინმემ ზურაბიშვილის წარმავალ ევროპელ ლიდერებს, თორემ მართლა ჰგონიათ, რომ მათ დაქალს საქართველოში რეიტინგი აქვს. რაც არ უნდა გაადიდგულონ ევროპის ურეიტინგო ლიდერებმა საკუთარი პოლიტიკის შემსრულებლები საქართველოში, ბოლო მაინც ერთი აქვთ - Defeat!”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.