სანქციების დაწესებაც არის იმ დიდი პროცესის რაღაც ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოხდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რაღაც დავთმოთ, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მიმართულია, რომ უნდა დავთმოთ ხელისუფლება, რომლის უკანაც დგას ხალხი, დემოკრატიული პროცესი და შენ გირჩევს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმისთვის, რომ შენ იყო ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და უხელმძღვანელო ქვეყანას, რომ სწორად წავიდეს ეს ქვეყანა იმ მიზნებისკენ, რა მიზნებიც გვაქვს ჩვენ.
რაც შეეხება ამ ნაბიჯებს, რომელიც იდგმება, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ პროცესში ერთვებიან პარტნიორები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ ჩვენთან ერთად სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამის იმედი ყოველთვის გვქონდა და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე ერთგვარად თანხვედრაში მოდის ჩვენს ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ჯგუფების და მათი ნაბიჯები იმისთვის, რომ აქ რაღაცნაირად შეიქმნას დესტაბილიზაციის მომენტები.
სანქციები, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე, სხვაგვარად ვერ შევაფასებთ ამას. როგორ შეიძლება ამან პოზიტიური დინამიკა შეიტანოს ურთიერთობებში? ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამენ პარტნიორი ქვეყნები და ასე ზიანდება ორმხრივი ურთიერთობები.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვამბობ კიდევ ერთხელ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ ვხედავთ, როგორც ხელშემწყობ ფაქტორებს ჩვენს ურთიერთობაში. ჩვენი სურვილი არის სულ სხვაგვარად ხდებოდეს ურთიერთობების დინამიკა.
არ ვპასუხობთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ფასი იმ ყველაფრის, რასაც ჰქვია პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც ამ პერიოდში შენდებოდა ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის.
საქართველოს რომ არ ჰქონდეს როლი, ფუნქცია და მნიშვნელობა, ასეთი ამბავიც არ იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. შეიძლება, ჩვენ არ ვქმნით გეოპოლიტიკურ ამინდს, მაგრამ ძალიან საინტერესო მოთამაშე ვართ, სადაც ინტერესები დიდწილად არის მომართული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი უნდა იყოს სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის ლეგიტიმური პარტნიორი, ვისთანაც შეიძლება ნებისმიერ საკითხზე ისაუბრო.
რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს - დიპლომატიური პასპორტების მფლობელები პირველ რიგში არიან დიპლომატები. ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ იმიტომ, რომ მათი ვალი არის ყველაზე რთულ მოცემულობაშიც კი იყვნენ დამაკავშირებელი პოზიციების და მათ აქვთ ფუნქცია და მოვალეობა, რომ იყვნენ ქვეყნების წარმომადგენლები.
მარტო იმიტომ, რომ შენ გინდა რამდენიმე ადამიანს რაღაც შეუზღუდო, მთელი დიპლომატიური პასპორტების მფლობელები მოაქციო, ამაში ძალიან არასწორია, ეს ყველაფერი გააკეთო იმიტომ, რომ სანქციები იყოს მიუღებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, არ გქონდეს სანქციებზე გადაწყვეტილება და მონახო ეს გზა, რომ მთლიანად ეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელები დასაჯო.
ცნობილი არის საფუძველი, რომელიც მოამზადა ევროკომისიამ ევროსაბჭოსთვის, ეს საფუძველი პარასკევს უკვე ცნობილი იყო და გამოაქვეყნეს. ეს არის შეთანხმებით გათვალისწინებული, რომელიც დაიდო 2010 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც ეხებოდა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას. ამ შეთანხმებით რეგულირდება ევროკავშირში მიმოსვლა. ამ ყველაფრის შეჩერებაზე უნდა იმსჯელონ ევროკავშირის წვერმა ქვეყნებმა და ვნახოთ, რამდენად გაიზიარებენ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო-ოდირმა საბოლოო დასკვნა რომ გამოაქვეყნა, 40 წუთში გამოვიდნენ ჭუჭუ ვაშაძე, ჯაფარიძე და წერეთელი და დაიწყეს ... დაიწყეს 53 გვერდიანი დასკვნის მათებურად თარგმნა უაზრო ზოგადი ფრაზებით - 40 წუთის წინ გამოქვეყნებული 53 გვერდიანი დოკუმენტის!!!