რამაზ საყვარელიძე ოპოზიციაზე: შედეგების გამო პროტესტი არჩევნების დღეს არ ჰქონდათ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ უთხრა, გააპროტესტეთ, ნუ ხართ გაჩერებულიო. ეს მაგათგან შიგნიდან წამოსული პროცესი არ იყო

რამაზ საყვარელიძე ოპოზიციაზე: შედეგების გამო პროტესტი არჩევნების დღეს არ ჰქონდათ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ უთხრა, გააპროტესტეთ, ნუ ხართ გაჩერებულიო. ეს მაგათგან შიგნიდან წამოსული პროცესი არ იყო

დიდი ბრძოლა მიდის მსოფლიოში კონსერვატიულ და ლიბერალურ ძალებს შორის. ამ ბრძოლის ფრონტს ყველგან აკეთებენ, სადაც შეუძლიათ, მათ შორის, საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მან ისაუბრა, აქვთ თუ არა ოპოზიციას საფუძველი საქართველოში განმეორებითი არჩევნები მოითხოვონ. მან ეჭვი გამოთქვა, რომ მათ ამის საფუძველი აქვთ.

„გავიხსენოთ, არჩევნების დღეს, უკვე რომ ცნობილი იყო შედეგები, საღამოს, სრულიად წყნარად შეხვდნენ თავიანთ შედეგებს. მგონი, აღნიშნეს კიდეც, რომ 4 პარტია გავიდა. შემდეგი დღიდან დაიწყო პროტესტი - პროტესტი იმ დღეს არ ჰქონდათ, არც მეორე დღეს. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ უთხრა, გააპროტესტეთ, ნუ ხართ გაჩერებულიო. ეს მაგათგან შიგნიდან წამოსული პროცესი არ იყო - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, დიდი ბრძოლა მიდის მსოფლიოში კონსერვატიულ და ლიბერალურ ძალებს შორის.

„ამ ბრძოლის ფრონტს ყველგან აკეთებენ, სადაც შეუძლიათ, მათ შორის - საქართველოში. ვინ აღმოჩნდება მათთვის შემდეგ ხელსაყრელი პარტნიორი, ეს ტექნიკური საკითხია“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

მარბიელი რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ და კონსერვატორი ჯორჯესკუ მოხსნა იმ მოტივით, რომ მის სასარგებლო პოსტებს და სტატიებს რუსეთი აფინანსებდა სავარაუდოდ (???) ახლა გაირკვა, რომ ეს სადაოდ მიჩნეული აქტივობები ლიბერალების მიერ იყო დაფინანსებული 2.4 მლნ ევროთი!!! და რა? ვინ დაიხია უკან? ვინ მოიბოდიშა? არავინ! შედეგები გაუქმებულად დარჩა - ესაა ლიბერალ-ფაშისტთა ხელწერა და "დემოკრატია"
2 საათის უკან