ის სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნას საფუძველი არ აქვს.
„მის მოთხოვნას ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, ამისთვის არანაირი საფუძველი რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს არანაირი კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მის მოქმედებას. მას არ სჭირდება არც კონსტიტუცია, არც კანონი და ზოგადად არანაირი წესი. ის სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების თარიღი.