გიორგი ვოლსკი: ლორა თორნტონის განცხადება რადიკალურ ოპოზიციაში რევოლუციური მუხტის შენარჩუნებას ემსახურება

გიორგი ვოლსკი: ლორა თორნტონის განცხადება რადიკალურ ოპოზიციაში რევოლუციური მუხტის შენარჩუნებას ემსახურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება.

მისივე თქმით, ლორა თორნტონის განცხადება რადიკალურ ოპოზიციაში მუხტის შენარჩუნებას ემსახურება.

„ეს განცხადება სწორედ ამ ამოცანას ემსახურება - შეინარჩუნოს რევოლუციური მუხტი და თუკი მათი სცენარის მიხედვით სისხლისღვრა, დანაშაული მოხდა, მით უმეტეს, თუკი ვინმე შეეწირა ამ შეჯახებას. რასაკვირველია, ეს იქნება სცენარის ამ კონკრეტული ნაწილის აღსრულება, რამაც მათი აზრით, უნდა გამოიწვიოს შემდეგი დაძაბულობა და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შეუქცევადი ნგრევა, რასაც მოჰყვება უმძიმესი შედეგები“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

NDI-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.