ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი როგორ წაიკითხავენ ეუთო/ოდირის დასკვნას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რეალურად რა დაიწერა და როგორი შემაჯამებელი შინაარსი აქვს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ ვითარებაში

ისინი როგორ წაიკითხავენ და რა ინტერპრეტაციას მისცემენ ამ ტექსტს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რეალურად რა დაიწერა და როგორი შემაჯამებელი შინაარსი აქვს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ ვითარებაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

„რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ამ აჟიოტაჟს და აგონიას, გამოეცალათ მათ უკვე საბოლოოდ ის ცრუ და დესტრუქციული ნარატივი, რომელზეც საუბრობდნენ. 300 000 ხმის გაყალბება, რუსეთის ჩარევა არჩევნებში, ე.წ. გაჟონილი ბიულეტენები და ხმის ფარულობის დარღვევა - ეს ყველაფერი, მითები, ცრუ და დესტრუქციული აღქმები ჩამოუშალა ამ დასკვნამ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით დადასტურდა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.