ედიშერ გვენეტაძე: პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოსურნე და სახელმწიფოსადმი ქვასროლია

ედიშერ გვენეტაძე: პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოსურნე და სახელმწიფოსადმი ქვასროლია "გულწრფელების" მიერ ქვეყნისათვის ბედნიერების მოტანის არ მჯერა და ვერც ვერასოდეს დავიჯერებ

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რადიკალების აქციაში მონაწილეების “გულწრფელებად” მოხსენიებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის დაქცევაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულებს აქეზებენ, თუმცა, პოლიციელების დაწვის მოსურნე და ქვების მსროლელი ხალხი
ქვეყანას ბედნიერებას ვერ მოუტანს.

“გულწრფელებიო აქეზებენ მამაძაღლები ქვეყნის დაქცევაში ფულის გამო თუ უნებლიეთ ჩართულებს. პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოსურნე  და სახელმწიფოსადმი  ქვასროლია   "გულწრფელების" მიერ ქვეყნისათვის ბედნიერების მოტანის შესახებ,  რაღაც არ მჯერა და ვერც ვერასოდეს ვერ დავიჯერებ მე.” - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.