გიორგი ცუცქირიძე: დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, რამაც მოიტანა არა მხოლოდ მსხვერპლი და ნგრევა - დღევანდელი დღის პროტესტის, როგორც გადამწყვეტი ბრძოლის დაანონსებაც არ მგონია შემთხვევითობა

გიორგი ცუცქირიძე: დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, რამაც მოიტანა არა მხოლოდ მსხვერპლი და ნგრევა - დღევანდელი დღის პროტესტის, როგორც გადამწყვეტი ბრძოლის დაანონსებაც არ მგონია შემთხვევითობა

დღეიდან გამოჩნდება, საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც სამ კვირაზე მეტია გრძელდება, რუსთაველზე პარლამენტის წინ, სახე იცვალა მოლოტოვის კოქტეილიდან ხორუმამდე თუ ეს იყო დროის მოგების მიზნით ოდენ ტაქტიკური მანევრი, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც 1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ომის დაწყების თარიღს იხსენებს და დღევანდელ მოვლენებთან პარალელს ავლებს.

მას შემთხვევითობად არ მიაჩნია, რომ სწორედ 22 დეკემბერს დაანონსდა სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით გადამწყვეტი ბრძოლა. 
ცუცქირიძის განცხადებით, პროტესტის ორგანიზატორებს რომ კეთილი სურვილები ამოძრავებდეთ, დღევანდელ დღეს ან გააუქმებდნენ ან სხვა დატვირთვას მისცემდნენ.

დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში. დღეს დილით დაიწყო ადგილობრივი რენეგატების ხელით და გარედან მხარდაჭერილი  სახელმწიფო ღალატი, სამხედრო პუტჩის სახით, რამაც მოიტანა არა მხოლოდ მსხვერპლი და ნგრევა, არამედ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაც. 

დღეიდან გამოჩნდება, საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც სამ კვირაზე მეტია გრძელდება,  რუსთაველზე პარლამენტის წინ, სახე იცვალა მოლოტოვის კოქტეილიდან ხორუმამდე თუ ეს იყო დროის მოგების მიზნით ოდენ ტაქტიკური მანევრი.

დღევანდელი დღის პროტესტის დაანონსებაც, როგორც გადამწყვეტი ბრძოლის, პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებს ითვლის, არა მგონია შემთხვევითობა იყოს. რატომღაც ბოლო დღეებში, მეტად საეჭვოდ, კვლავ გამოჩნდნენ მამალი პუტჩისტები ოპოზიციის მხარეს. 

პროტესტის ორგანიზატორებს რომ კეთილი სურვილები ამოძრავებდეთ, ელემენტარულად დღევანდელ დღეს ან სულ გავაუქმებდი ან სულ სხვა დატვირთვას მივცემდი. 

წარსულის მძიმე გამოცდილებიდან მაინც არ მტოვებს განცდა, რომ ხორუმიც შემთხვევით არ იყო შერჩეული, რადგან ხორუმი უძველესი ქართული ფანტასტიკური ცეკვა კი არის, მაგრამ თავისი დატვირთვით და შინაარსითაც საბრძოლო საფერხულო წყობის ცეკვაა!" - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.