ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე: თბილისი ვერ გამოიყვანეს და რეგიონების ხალხით

ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე: თბილისი ვერ გამოიყვანეს და რეგიონების ხალხით "გააბევრეს," რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგის მაგვარი მაინც დაახვედრონ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რადიკალური ოპოზიციის მიერ რეგიონებიდან თბილისში ხალხის მობილიზებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "გადახდილია", ვინაიდან მოსახლეობის ჩამოყვანას, გაჩერებას, კვებას და გასამრჯელოს, ფული სჭირდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მაცხოვრებლები ოპოზიციამ ვერ გამოიყვანა, ამიტომ, რეგიონებით გააბევრეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, სალომე ზურაბიშვილს "რაღაც მიტინგის მაგვარი" რომ დაახვედრონ.

"ახლაც არ გჯერათ, რომ "გადახდილია?" რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას, აქ გაჩერებას, კვებას, გასამრჯელოს და ა.შ. რა უნდა? ფული! ასეა, ფული ღირს "ევროპა"... 

თბილისი ვერ გამოიყვანეს, და რეგიონების ხალხით "გააბევრეს," რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგის მაგვარი მაინც დაახვედრონ," - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კანუდოსელი როგორ გააბედინეთ ნაცფაშისტებს ქუთაისში ბავშვებისთვის ნაძვის ხის ჩამწარება, როგორ არ მოქმედებს ხელისუფლება?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ამათი დესტრუქცია?! ხალხი მალე იხუვლებს და ნაცებს ხელისუფლებასაც მიაყოლებს. გვყავს მხდალი ხელისუფლება, რომელიც ორი კინკილა ხალხს რუსთაველის გადაკეტვის უფლებას აძლევს ყოველ საღამოს, ქუთაისში ბლოკავენ ნაძვის ხეს და მას ხელისუფლება უყურებს მშვიდად. როგორ არ გამოჩნდა ამ 33 წლის განმავლობაში პოლიტიკოსი, რომელიც ამ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს გაატარებს. 12 წელი შეგვაწყვუტეს ნაცებს, ვერ აღადგინეს სამართლიანობა, იმარჯვებენ ისევ გამწარებული ხალხის ხარჯზე, პლუს სახელმწიფო სტრუქტურებში აწინაურებდნენ ნაცებს, ეკონომიკა ვერ განავითარეს. და დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესებს გვასმენინებენ. ვაჰმე, ვცხოვრობთ სრულ მარაზმში.
8 საათის უკან