ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრად მძიმე დასკვნა დადო ეუთო/ოდირმა, მაგრამ არავის, არც აშშ-ში და არც სხვა ქვეყნებიდან განცხადებებიც არ გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებზე საუბრისას.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტით მიდგომა და ლიბერალების მცდელობა, როგორმე საქართველოში როგორმე სიტუაცია არიონ, რაც არ გამოუვათ და ეს დასკვნა კიდევ ერთხელ იძლევა იმის დადასტურებას, რომ არჩევნები მართლაც ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნების თანახმად, საარჩევნო კამპანიისას აღინიშნა დეზინფორმაციის, ძალადობის შემთხვევები, ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები.