ოუენ მერფი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებდა, რომ მან ირლანდიაში მინისტრის თანამდებობა საზოგადოების ზეწოლის და კრიტიკის გამო დატოვა.
კერძოდ, მერფიმ, რომელიც ეუთო/ოდირის წარმომადგენლებიდან, არჩევნების მწვავე კრიტიკით ყველაზე მეტად გამოირჩევა, ერთ-ერთ ირლანდიურ ტელეარხზე სტუმრობისას ისაუბრა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. როგორც მან აღნიშნა, ირლანდიის განსახლების, ადგილობრივი მმართველობისა და მემკვიდრეობის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, პოლიტიკისგან მომდინარე წნეხმა, ის „ცოტათი გატეხა“.
„მე ვერ გავუმკლავდი საზოგადოებისგან მომდინარე ზეწოლას და კრიტიკას“ - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელმაც აღნიშნულ თემაზე წიგნიც დაწერა, სახელწოდებით „ოფისიდან გაქცევა“.