The Guardian: ბაიდენმა შეიწყალა მოსამართლე, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვნების უკანონოდ ციხეში ჩასმისთვის. მისი გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან იმ არასრულწლოვანების ოჯახები, რომლებიც ამ მოსამართლის გამო დაზარალდნენ

The Guardian: ბაიდენმა შეიწყალა მოსამართლე, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვნების უკანონოდ ციხეში ჩასმისთვის. მისი გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან იმ არასრულწლოვანების ოჯახები, რომლებიც ამ მოსამართლის გამო დაზარალდნენ

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეიწყალა მოსამართლე მაიკლ კონაჰანი, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვანი პირების უკანონოდ ციხეში ჩასმისთვის. მას 2011 წელს 17 წელი მიუსაჯეს, - იუწყება The Guardian-ი.

მასთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ერთი მოსამართლე მარკ ჩიავარელა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ 2,8 მილიონი დოლარი აიღეს და 2300-ზე მეტი არასრულწლოვანის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. ზოგიერთი მათგანი რვა წლისაც კი არ იყო. ბავშვები შეიძლება მოხვედრილიყვნენ ციხეში, სკოლაში ან ოჯახში ჩხუბის გამოც კი.

მოსამართლე მაიკლ კონაჰანი პენსილვანიიდან, აშშ-ში გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტია. ამ გახმაურებულ საქმეს უწოდებენ „ბავშვები ფულისთვის“. ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც კონაჰანი შეიწყალა აღშფოთებულები არიან იმ არასრულწლოვანების ოჯახები, რომლებიც ამ მოსამართლის გამო დაზარალდნენ.

კონაჰანი 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ციხიდან გამოუშვეს. ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, რომელიც 2026 წელს უნდა დამთავრებულიყო.

ერთი-ერთი ბიჭის დედამ, რომელიც 17 წლის ასაკში მოხვდა ამ მოსამართლის წყალობით ციხეში, შემდეგ კი თავი მოიკლა, განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილების გამო „შოკშია და ტრავმირებულია“.

„კონაჰანის ქმედებებმა გაანადგურა ოჯახები, მათ შორის ჩემიც და ჩემი ვაჟის სიკვდილი - ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმ შედეგებისა, რომლებიც მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას მოჰყვა“, - განაცხადა 17 წლის გარდაცვლილი მოზარდის დედამ სენდი ფონზომ.

მისი თქმით, ამ შეწყალების შემდეგ დაზარალებული ოჯახები თავს საშინლად გრძნობენ და მათ აქვთ უსამართლობის განცდა.

„ეს ისევ არის დარტყმა პირდაპირ სახეში. ჩვენ წაგვართვეს დრო. ჩვენ არ გვყავდა არავინ, ვინც დაგველაპარაკებოდა. ახლა კი ჩვენ ვლაპარაკობთ აშშ-ს პრეზიდენტზე, რომელიც ამას აკეთებს. და რა გვეშველება ჩვენ ყველას?“, - განაცხადა ამანდა ლორაჰმა, რომელიც ციხეში 14 წლის ასაკში მოხვდა.

პენსალვანიის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ ასევე დაგმო ბაიდენის გადაწყვეტილება. მისი თქმით, მან შეცდომა დაუშვა.