ნიკა მელია: ალან ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს

ნიკა მელია: ალან ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს

გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ალან ბერსეს ბრიფინგზე დღეს მათ რეალობას მოწყვეტილი მიზეზი მოისმინეს.

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ).

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები“, - წერს ნიკა მელია.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“.

მარბიელი რატომაა ბიძინასთვის "საოცნებო" შე ცოცარისთავა? ჭკუით ხარ საშიში, თუ მდგომარეობით?
ნუ შეხვალ პარლამენტში ოღონდ ხელფასი და დაფინანსება არ აიღო
ირბინე ქუჩა-ქუჩა იმ 50 სულელით, სანამ ისინიც გაგშიფრავენ და სკალპს აგხდიან
4 საათის უკან