ნუ კარგავს დროს, ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ, მაგრამ ზელენსკიმ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ამაზე მეტი აღიარება ზელენსკის მხრიდან, რომ ის წარმოადგენს უცხოურ ძალას, აღარ არსებობს. ადამიანი, რომელიც არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი სადაც, ასი ათასობით ადამიანია გარდაცვლილი და მომავალი აქვს ისეთი, რომ ეუბნებიან უნდა შეთანხმდეს რუსეთთან, იცლის საქართველოსთვის. ნუ კარგავს დროს, ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ, მაგრამ ზელენსკიმ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, რომელზეც უდიდესი კითხვის ნიშნები არსებობს, განსაკუთრებით ტრამპის მოსვლის შემდგომ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და სამიტის მონაწილეებს, მთავრობაზე ზეწოლისკენ მოუწოდა.