ირაკლი ქადაგიშვილი: აღმოჩნდა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საგნობრივი საუბარი შეიძლება, მათ შორს ევროპის მხრიდანაც, ასეთ მსჯელობაზე თანახმა ვართ

ირაკლი ქადაგიშვილი: აღმოჩნდა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საგნობრივი საუბარი შეიძლება, მათ შორს ევროპის მხრიდანაც, ასეთ მსჯელობაზე თანახმა ვართ

აღმოჩნდა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საგნობრივი საუბარი შეიძლება, მათ შორს ევროპის მხრიდანაც, ასეთ მსჯელობაზე თანახმა ვართ, – ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაბულინგება და შავრაზმულ თემად გამოცხადება ხდებოდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სულ ვამბობდით, რომ ვინმე დაჯდეს და კანონის თაობაზე გვესაუბროს-თქო. კლიშეს, რომ გამჭვირვალობა რუსული მოვლენაა და დამღუპველია, აბსურდში შევყავართ. დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე, კანონთან დაკავშირებით საგნობრივი საუბარი შეიძლება, მათ შორის ევროპის მხრიდანაც. ჩვენ ყოველთვის ამ საგნობრივი საუბრის მომხრე ვიყავით. ამ კანონის დაბულინგება და შავრაზმულ თემად გამოცხადება ხდებოდა. სულ ვამბობდით, რომ არგუმენტებით გვემსჯელა. თუ იქნება კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც გამჭვირვალობის საკითხის გადაჭრა მათთვის გასაგები და მისაღები იქნება, რა თქმა უნდა, ასეთ საუბარსა და მსჯელობაზე თანახმა ვართ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.