მამუკა მდინარაძე: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციით იმხელა შოკი მიიღო ერთიანმა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ, რომ მათი ტელევიზია გენმდივნის სიტყვების გაყალბებასაც კი არ მოერიდა

მამუკა მდინარაძე: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციით იმხელა შოკი მიიღო ერთიანმა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ, რომ მათი ტელევიზია გენმდივნის სიტყვების გაყალბებასაც კი არ მოერიდა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციით იმხელა შოკი მიიღო ერთიანმა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ, რომ მათი ტელევიზია გენმდივნის სიტყვების გაყალბებასაც კი არ მოერიდა, - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციით იმხელა შოკი მიიღო ერთიანმა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ, რომ მათი ტელევიზია გენმდივნის სიტყვების გაყალბებასაც კი არ მოერიდა - ალენ ბერსეს არც „არალეგიტიმური მთავრობა” უხსენებია და არც „რუსული კანონი”“,- წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება ხელისუფლებისგან, რომ ცვლილებები შევა უცხოური გავლენების შესახებ კანონში. ალენ ბერსემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე გუშინ უარი განაცხადეს.