კახა კალაძე: მადლობა ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

კახა კალაძე: მადლობა ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება სწორი იყო.

„მინდა, მივულოცო ვახტანგ გომელაურს. პრემიერის გადაწყვეტილება მის დაწინაურებასთან დაკავშირებით იყო სწორი და მე ამას მივესალმები. ვახტანგ გომელაური არის პატრიოტი კაცი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო. ის თავის თანამშრომლებთან ერთად ემსახურება საქართველოს, ქვეყანაში იცავს მშვიდობას, სიმშვიდეს. მადლობა მას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.