„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პრესკონფერენციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება ხელისუფლებისგან, რომ ცვლილებები შევა უცხოური გავლენების შესახებ კანონში. ალენ ბერსემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე გუშინ უარი განაცხადეს.